ირაკლი კუპრაძე - ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენი მართლმსაჯულება კი არა, პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა

ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენი მართლმსაჯულება კი არა, პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა,- ასე აფასებს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ, სასამართლოს შეურაცხყოფის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

მისი თქმით, ხელისუფლება სასამართლოს ოპონენტების წინააღმდეგ დასასჯელ იარაღად იყენებს და ფიქრობს, რომ პატიმრობით თავისუფალ ადამიანებს დააშინებს და ბრძოლას შეაწყვეტინებს.

ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენი მართლმსაჯულება კი არა, პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა.

ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელ იარაღად იყენებს და ფიქრობს, რომ პატიმრობით თავისუფალ ადამიანებს დააშინებს და ბრძოლას შეაწყვეტინებს.

ვერ შეაშინებთ!

სოლიდარობა ნიკა მელიას - პოლიტიკურ პატიმარს, რომელსაც თავისუფლება პოლიტიკური ბრძოლისა და რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობის გამო აქვს წართმეული.

თავისუფლება ნიკა მელიას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“- წერს ირაკლი კუპრაძე.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დღეს, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ