თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განცხადებას ავრცელებს

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს.

„საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, თბილისის თიზ-ი საჭიროდ მიიჩნევს რამდენიმე საკითხის დაზუსტებას.

თბილისის თიზ-ში სანქცირებული კრიპტოკომპანიები არ ოპერირებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სანქცირებული კრიპტოკომპანიები ამჟამად თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობენ, არ შეესაბამება სინამდვილეს.

სიუჟეტში ნაჩვენები ობიექტი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს. ობიექტი, რომელიც გავრცელებულ მასალებში მოქმედ ინფრასტრუქტურად არის წარმოჩენილი, დღეისათვის უმოქმედოა და დასრულებულია მისი დემონტაჟიც.

არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, სანქცირებული კომპანიების კავშირზე მაინინგ კომპანიებთან. ამგვარი კავშირის შესახებ გავრცელებული ვარაუდები არ არის გამყარებული ფაქტობრივი მტკიცებულებებით და არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, კრიპტო მაინინგი თიზ-ში ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ერთ ობიექტს რომელიც მილევად რეჟიმშია და არ აქვს კავშირი სიუჟეტში ნახსენებ კომპანიასთან.

არასწორია ელექტროენერგიის ღირებულებასთან და დღგ-სთან დაკავშირებით გავრცელებული ინტერპრეტაციაც. თიზ-ების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც 2007-2008 წლებიდანაა დამკვიდრებული, საქართველოდან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში პროდუქციის, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდება განიხილება როგორც ექსპორტი, შესაბამისად იგი გათავისუფლებულია დღგ-სგან, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის დღგ არ წარმოადგენს რეალურ ხარჯს, ვინაიდან მასზე კანონმდებლობით ვრცელდება ჩათვლის უფლება. შესაბამისად, საკითხის წარმოჩენა ისე, თითქოს დღგ-ს რეჟიმი თბილისის თიზ-ში მოქმედ კომპანიებს ავტომატურად 18%-იან უპირატესობას აძლევს ელექტროენერგიის შესყიდვისას, არასწორია.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაზე, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2023 წლიდან, ახალი მფლობელის პირობებში, თბილისის თიზ-ში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარება და მაღალი ხარისხის ბიზნეს ეკოსისტემის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ზონაში ამუშავდა 15 ახალი საწარმო, გადამამუშავებელი და სასაწყობო პროექტი, ამოქმედდა 12 ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი და მოზიდულია 70 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია.

თბილისის თიზ-ის პრიორიტეტია კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედი ინვესტორებისა და ბიზნესპროექტების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

თბილისის თიზ-ის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ასევე სოციალური მედიის არხებზე (Facebook; LinkedIn) და აქტიურად ახლდება. თიზ-ი ასევე მზადაა მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გასცეს დეტალური და გადამოწმებადი ინფორმაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა