ვოლოდიმირ ზელენსკი - საკუთარი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება შეგვიძლია - ველით, რომ უკრაინა საჭირო შედეგებს 2026–2027 წლებში მიაღწევს

უკრაინას საკუთარი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება შეუძლია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარებისა და FREYJA-ს ანტიბალისტიკური სარაკეტო პროგრამის სტატუსის შესახებ შესაბამის უწყებებთან შეხვედრა გამართა.

„საკუთარი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება და ახალი ანტიბალისტიკური სისტემის შექმნა ისეთი ამოცანაა, რომლის განხორციელებაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია. უკრაინას ეს შესაძლებლობა გააჩნია. უკრაინას შესაბამისი სამეცნიერო ბაზა და ექსპერტიზა აქვს. იმის თქმა შეგვიძლია, რომ შესაბამის დონეს ჩვენმა იარაღის მწარმოებლებმაც მიაღწიეს. ველით, რომ უკრაინა საჭირო შედეგებს 2026–2027 წლებში მიაღწევს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ