ზაზა ბიბილაშვილი - გვყავს პრემიერი, რომელიც ტერმინს “რუსოფობია “ იმავე მიზნით იყენებს, როგორც ლავროვი, ზახაროვა და პესკოვი - ამოტრიალებულ რეალობაში ვცხოვრობთ, თავს გვამართლებინებენ, რომ დამპყრობლის მიმართ გაგვაჩნია ადეკვატური განცდა

წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფალი გერქვას და წუხდე რუსოფობიაზე იმის ნაცვლად, რომ წუხდე აფხაზეთის გათავისუფლებაზე, დევნილების დაბრუნებაზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების დასჯაზე, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას „რუსოფობიასთან“ დაკავშირებით.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ამ ტერმინს იყენებენ რუსები იმისთვის, რომ გაამართლონ საკუთარი იმპერიული პოლიტიკა.

„რუსოფობიის თემა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანი თემაა, ეს არის ტერმინი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მოიგონა იმისთვის, რომ საკუთარი არაადამიანური ბუნება, აგრესიული პოლიტიკა, მკვლელობები, რომელსაც ყოველდღიურად ჩადის, ასევე, ანექსია, ოკუპაცია - ამ ყველაფერზე ადამიანების რეაქცია ლეგიტიმურ ბრაზად და რისხვად კი არ წარმოსახოს, არამედ წარმოაჩინოს ირაციონალურ შიშად. ამ ტერმინს იყენებენ რუსები იმისთვის, რომ გაამართლონ საკუთარი იმპერიული პოლიტიკა. ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც იყენებს იმავე ტერმინს, რომელსაც იყენებს ლავროვი,ზახაროვა, სიმონიანი, პესკოვი, იმავე დანიშნულებითა და მიზნით. ეს თავისდათავად კითხვას კი არა, პასუხს წამოაჩენს. როგორ შეიძლება ქართველი იყოს რუსოფობი.

წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფალი გერქვას და წუხდე რუსოფობიაზე იმის ნაცვლად, რომ წუხდე აფხაზეთის გათავისუფლებაზე, დევნილების დაბრუნებაზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების დასჯაზე. ამოტრიალებულ რეალობაში ვცხოვრობთ, ეს ადამიანები თავს გვამართლებინებენ. ჩვენ დამპყრობელი თავს განმამარტებინეს იმაზე, რომ დამპყრობლის მიმართ გაგვაჩნია ადეკვატური განცდა. ამხელა ცინიზმი ჩვენს ისტორიაში იშვიათად მახსოვს. შემოსულა დამპყრობელი, დავუხვრეტივართ და ჩამოუჭრია რაღაც, მაგრამ იქით თავს გვამართლებინებდეს, რატომ არ მოგწონვარო, თან შენივე ხელისუფლების პირით, ამაზე მეტი ღირსება როგორ უნდა აართვა ადამიანს”, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილი გადაცემაში გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბიბილაშვილის თქმით, „შეიძლება ან არასწორად თქვა, ან სხვა რაღაცას გულისხმობდა“.

„იქ საუბარი იყო ინდივიდუალურ, კონკრეტულ ერთეულ შემთხვევებზე. აქეთა მხრიდან იყო ერთეული დანაშაულები, საკმაოდ მძიმეც მათ შორის, მაგრამ იქითა მხრიდან იყო გეგმაზომიერი კარგად დაგეგმილი და ცივსისხლიანად განხორციელებული გენოციდი.

ივანიშვილის ბოდიში არის კარგად ნაფიქრი, შესაბამის დროს გაჟღერებული, პოლიტიკურად ძალიან მძიმე შედეგის მატარებელი ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი პირის პოლიტიკური განაცხადი, ხოლო გია ბარამიძის განცხადება შეეხება რაღაც ისტორიული ფაქტის შეფასებას იმ ადამიანის მიერ, რომელიც იქ უშუალო მონაწილე არც ყოფილა. შეიძლება ან არასწორად თქვა, ან სხვა რაღაცას გულისხმობდა“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა