აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვითი თანამშრომლობა, მათ შორის დრონების, ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სფეროში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკისთან თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ აღინიშნება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა კიევში შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც თავდაცვითი თანამშრომლობა განიხილეს, კერძოდ კი დრონებზე შეთანხმება და ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სფეროში, და სოფლის მეურნეობის საკითხებში თანამშრომლობა.

აღინიშნება, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ეს ბაირამოვის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

“ძალიან მადლობელი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ დღეებში ჩვენი ხალხისთვის ჩამოსვლის საშუალება და ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობა გამონახეთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

შეხვედრის დროს, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, და ასევე ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

თავის მხრივ, ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი შემდგომშიც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

“შეგიძლიათ სრულიად გქონდეთ ჩვენი იმედი, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი. და, როგორც ძალიან კარგად იცით, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ საკმაოდ ხმამაღალი და სწორხაზოვანი ვართ იმაზე, რაც ეხება უკრაინის სრულ სოლიდარობას, ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას”, - განაცხადა ბაირამოვმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა