დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გაგზავნაზე - რაკეტები ჩვენც გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს რაკეტები თავად სჭირდება.

ტრამპს დაუსვეს შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მოთხოვნის შესახებ, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „რაკეტები ჩვენც გვჭირდება. ბაიდენმა მათ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა გადასცა“.

მისი თქმით, აშშ რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირ ჩართული არ არის. „მისმინეთ, ჩვენ არ ვართ ჩართულები. ოკეანე გვაშორებს ერთმანეთს“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვერპლის რაოდენობით შეშფოთებულია. „არ მსურს ვხედავდე, როგორ იღუპება ყოველთვიურად 25 000 ახალგაზრდა,“ - განაცხადა ტრამპმა. მისი მტკიცებით, რუსეთი და უკრაინა „საშუალოდ ყოველ თვე 25 000 ადამიანს, ძირითადად სამხედროებს, კარგავენ.“

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ