ანდრეი სიბიგა - რუსეთი სამოქალაქო გემებზე თავდასხმით 2022 წლის მიზნის მიღწევას ცდილობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთი უკრაინის პორტებსა და საზღვაო დერეფნის გასწვრივ სამოქალაქო გემებზე თავდასხმით 2022 წლის სცენარის გამეორებას ცდილობს.

მისი განმარტებით, 2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკადა დაიწყო, სურსათის ფასების გლობალური ინდექსი ზოგჯერ 25%-ს აჭარბებდა, რამაც მილიონობით ოჯახისთვის საკვების მწვავე დეფიციტი გამოიწვია.

„რუსეთი იგივე შედეგის მიღწევას ახლაც ცდილობს უკრაინის პორტებსა და უკრაინის საზღვაო დერეფნის გასწვრივ სამოქალაქო გემებზე თავდასხმებით. მსოფლიოსთვის შედეგები შეიძლება ისეთივე მძიმე იყოს, როგორც 2022 წელს იყო. მოვუწოდებთ დაზარალებულ რეგიონებსა და ქვეყნებს, ხმა აიმაღლონ, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, რათა მოითხოვოს შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლებისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტა“, - აცხადებს სიბიგა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ