გიგი წერეთელი  - არასახელმწიფოებრივი საკითხები გვესმის ხელისუფლებისგან, თითქოს ვიღაცას ადრე რბილი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთთან და ახლა გახდნენ "რუსოფობები" - არ ახსენებენ ვალდებულებას, რომელიც რუსეთს აქვს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები

მავნებლური და არასახელმწიფოებრივი საკითხები გვესმის ხელისუფლებისგან - საზოგადოებაში, მით უმეტეს პოლიტიკურ სპექტრში, არასდროს ყოფილა რუსოფილური მიდგომები , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, "ყურით მოთრეული" ამბავია, თითქოს, ვიღაცას ადრე რბილი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთთან და ახლა გახდნენ რუსოფობები.

„რუსეთი ჰიბრიდულ ომს კვლავ აწარმოებს, მისთვის მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებლობა, განვითარება.

აბსოლუტურად უაღრესად მავნებლური და არასახელმწიფოებრივი საკითხები გვესმის დღეს არსებული ხელისუფლებისგან. განსაკუთრებით, ბოლო კვირას ახალი შემოტანილი ნარატივია, თითქოს, ვიღაცას ადრე რბილი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთთან და ახლა გახდნენ რუსოფობები. წარმოუდგენელია, ყურით მოთრეული ამბავია. ვინც იცის მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურა, არავითარი გარედან მოხვეული ამბავი არ იყო, იყო მცდელობა 12 აგვისტოს შეთანხმება ყოფილიყო შესრულებული. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო და დაავიწყდა „ოცნებას" არ ახსენებენ იმ ვალდებულებას, რომელიც რუსეთს აქვს გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები და დევნილების დაბრუნებას შეუწყოს ხელი.

არასდროს საზოგადოებაში, მით უმეტეს პოლიტიკურ სპექტრში, ვისზეც საუბარია, ან წინა ხელისუფლების დროს, არასდროს ყოფილა რუსოფილური მიდგომები“,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე