პატრიოტიზმის და სუვერენიტეტის დაცვის მცდელობა არის დემონიზირებული შეთქმულებისა და კონსპირაციის თეორიებით გამყარებული, რაც მხოლოდ კრემლის ინტერესია, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვის ემსახურება მმართველი პარტია და ეს ნამდვილად არაა საქართველო - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
მისივე თქმით, „საერთოდ არ აინტერესებს სააკაშვილის ბრძანებაში რა წერია“, რადგან ომის დაწყება 7 აგვისტოს ისტორიული ფაქტია და სწორედ ამიტომ მივიდა დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
„პოლემიკა იმის შესახებ, თუ როდის დაიწყო ომი დღეს უადგილოა, რადგან ჩვენი მთავარი ვალდებულება დღეს არის ერთიანობა ოკუპაციის პირისპირ და პატივის მიგება გმირი სამხედროებისთვის და თუ ვინმეს აინტერესებს, როდის დაიწყო ომი თორმეტ საათს აკლდა წუთები, როდესაც რუსეთმა გადმოლახა საქართველოს საზღვარი და დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგვისტოს ომის თარიღით მანიპულირება არის კვლავ გაგრძელება იმ ბინძური პოლიტიკის, რომელიც აზიანებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
საერთოდ არ მაინტერესებს სააკაშვილის ბრძანებაში რა წერია, ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთმა გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 7 აგვისტოს, როდესაც თორმეტი საათი სრულდებოდა. თარიღებით მანიპულირება პოლიტიკური პარტიული მიზნით არ მგონია, რომ საზოგადოების განვითარებას ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყობდეს ხელს.
უმძიმესია საქართველოსთვის, რომელმაც გადაიტანა არაერთი ომი რუსეთთან და დღესაც იბრძვის იმისთვის, რომ ოკუპაციასა და ანექსიას მშვიდობიანი გზით გაუმკლავდეს, როდესაც ჩვენ ვისმენთ კრემლის ნარატივის გამეორებას თუ ვინ დაიწყო საქართველოში ომი. ცალსახაა ყველა საერთაშორისო სასამართლოს დადასტურებული აქვს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რადგან შეუძლებელია საქართველოს დაეწყო ომი საკუთარ ტერიტორიაზე. ჩვენ ვხედავთ მმართველი პარტიისგან კრემლის იმ ნარატივის გამეორებას, რომელიც კრემლის მხრიდან ისმოდა ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დღეებში. ვხედავთ, რომ პატრიოტიზმის და სუვერენიტეტის დაცვის მცდელობა არის დემონიზირებული, შეთქმულებისა და კონსპირაციის თეორიებით გამყარებული, რაც მხოლოდ კრემლის ინტერესია, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ვის ემსახურება მმართველი პარტია და ეს ნამდვილად არაა საქართველო“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.