მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი აბრალებს ქართველ ჯარისკაცებს და სახელმწიფოს რაიმეს 2008 წლის აგვისტოს ომში - არანაირი დანაშაული არ დაბრალებია ქართულ მხარეს. ერთადერთი ვინც საქართველოზე ისრის გადმოტანა დაიწყო, ივანიშვილი და მისი რეჟიმია , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
მისივე თქმით, საბოლოოდ, ვიხილეთ ქართული დიპლომატიის ძალიან ეფექტური მუშაობა, რუსეთი აღიარებული იყო ოკუპანტად და სახელმწიფომ ყველა სასამართლო დავაში გაიმარჯვა.
„მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი აბრალებს ქართველ ჯარისკაცებს და სახელმწიფოს რაიმეს 2008 წლის აგვისტოს ომში. რეზოლუციაში ეწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის მარტივი მისახვედრია ის, რომ, როდესაც რუსეთის დელეგაცია პროტესტის ნიშნად დატოვებს დარბაზს, რომ რუსეთისთვის მიუღებელი რამ მოხდა.საბოლოოდ, ჩვენ ვიხილეთ ქართული დიპლომატიის ძალიან ეფექტური მუშაობა იმ წლებში, იმ პერიოდში რუსეთი აღიარებული იყო ოკუპანტად და სახელმწიფომ ყველა სასამართლო დავაში გაიმარჯვა. არანაირი დანაშაული არ დაბრალებია ქართულ მხარეს. ერთადერთი ვინც საქართველოზე ისრის გადმოტანა დაიწყო, ივანიშვილი და მისი რეჟიმია“,- აღნიშნა ფავლენიშვილმა.
ფავლენიშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტისაოკუპაციო მოძრაობა და ამით ყველაფერია ნათქვამი.
„ეს არის მებრძოლი პატრიოტების ორგანიზაცია, რომლებიც ანტისაოკუპაციო განწყობის მქონეები არიან“,- აღნიშნა ფავლენიშვილმა.