თაზო დათუნაშვილი - უმძიმესი ომის 18 წლისთავზე გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის იმპერიის უბინძურესი, პროპაგანდისტული ტერმინებით ემუქრება მოქალაქეებს ციხით, რომ არ უყვართ მტერი - ჩვენ მტერს ამ ტერიტორიაზე არ გავახარებთ

უმძიმესი ომიდან 18 წლისთავზე გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის იმპერიის უბინძურესი პროპაგანდისტული ტერმინებით საქართველოს მოქალაქეებს ემუქრება ციხით იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ უყვართ მტერი, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ რუსეთი მტერია.

"ხალხს სძულთ ის, ვინც დახოცა ეს ბიჭები, მშვიდობიანი მოსახლეობა. სძულს ის, ვინც 200 წელზე მეტია საქართველოს მონობაში აცხოვრებდა, ხოცავდა და გენოციდს უწყობდა ქართველებს, მათ შორის 2008 წელს. ასეთი მასშტაბის ღალატი ამ ქვეყნის ისტორიაში ბევრჯერ არ განმეორებულა, ჩვენ ვცხოვრობთ ღალატის ეპოქაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ემუქრება ციხით დასჯით იმისთვის, რომ მათ საქართველოს მტერი არ უყვარდეთ. საქართველოს მტერი არ უნდა გიყვარდეთ. საქართველოს მტერი არის მტერი და რუსეთი მტერია. რუსეთი არის ის, რის გამოც აქ ეს მემორიალი დგას, რის გამოც შეწყდა 20 წლის, 25 წლის სამშობლოსთვის თავდადებული საუკეთესო ქართველების სიცოცხლე. ეს არის მეხსიერების, ხსოვნის დღე. ამ დიდი ტრაგედიის პარალელურად, ეს არის უდიდესი ერთობის დღე. დღე, როდესაც ჩვენ ვიაზრებთ, რომ 21-ე საუკუნეშიც და ყველა ეპოქაშიც გენეტიკური კოდი გვაქვს, რომ ქართული სისხლი დაიღვაროს ქართული მიწისთვის. ჩვენ არ გადავჯიშებულვართ და ქართველები სისხლით დაიცავენ ყოველთვის საკუთარ მიწას. ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ჩვენ მტერს ამ ტერიტორიაზე არ გავახარებთ, რაც არ უნდა უნდოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და რაც არ უნდა ციხით ემუქრებოდეს საქართველოს პატრიოტებს",-განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს მტერია და ასე იყო ყოველთვის.

"ირაკლი კობახიძის, სამშობლოს მოღალატის პოზიცია არის, რომ აქ ხალხი უნდა დაისაჯოს რუსოფობიის გამო. რუსოფობია არის რუსული იმპერიალისტური ტერმინი.დღეს აღმოჩნდა, რომ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ტერმინს იყენებს და აიყვანა ეს საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის ფონზე, რაც არის ბოროტება და მავნებლობა", - განაცხადა დათუნაშვილმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე