გიორგი ბარამიძე - მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს ამოვდივართ იმის ხაზგასასმელად, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, რადგან  საქართველოში ხელისუფლებას დაეუფლა ძალა, რომელიც მთავარ რამეს აყენებს ეჭვის ქვეშ

საქართველომ 2008 წელს მოახერხა რუსეთის აგრესიის შეჩერება, ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების და სუვერენიტეტის გადარჩენა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობით იმჟამინდელმა მთავრობამ ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.

“დღეს არსებობს თავისუფალი საქართველო მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს რუსეთმა თავისი სპეცოპერაციით მოიყვანა თავისი მარიონეტები საქართველოს ხელისუფლებაში. ამის მიუხედავად, საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა ფორმალურად, მაგრამ არსებობს, როგორც სუვერენული სახელმწიფო და ეს გააკეთა სწორედ ქართველმა ხალხმა, ამ ვაჟკაცებმა, ჩვენმა მთავრობამ, რომ საქართველომ ამ აგრესიას გაუძლო და 2008 წელს ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა”, - განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება ომის დაწყების თარიღს, გია ბარამიძის თქმით, გმირების საფლავზე ამოსვლა ყოველთვის შეიძლება და საჭიროა კიდეც, მაგრამ ისინი ამოდიან ომის შედეგად დაღუპულთა სასაფლაოზე 7 აგვისტოს იმის ხაზგასასმელად, რომ რუსეთმა ომი 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო.

“7 აგვისტოს ამოვდივართ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ხელისუფლებას დაეუფლა ის ძალა, რომელიც მთავარ რამეს აყენებს ეჭვის ქვეშ, საქართველომ დაიწყო ომი თუ რუსეთმა. საქართველოს ჰყავს ასეთი მოღალატეობრივი რეჟიმი, რომელიც იმას კადრულობს, საქართველო დაადანაშაულოს და თქვას, რომ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ, საქართველომ დაიწყო ომი და თურმე ბოდიში გვაქვს მოსახდელი, როგორც ამას მოღალატე ბიძინა ივანიშვილო ამბობს. სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც ეს მოღალატეები ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამოვდივართ 7 აგვისტოს, რომ ხაზი გავუსვათ, რუსეთის სცენარით კი არ არის, როგორც ამბობენ, თითქოს 8 აგვისტოს დაიწყო ომი და თითქოს ჩვენ შევუტიეთ, არამედ სწორედ 7 აგვისტოს რუსეთმა რომ დაიწყო, ამის ხაზგასასმელად ამოვდივართ იმ მომენტიდან, როდესაც ეს მოღალატეები ხელისუფლებაში მოვიდნენ. ამავდროულად, იმასთან ერთად, რომ ჩვენი გმირების ხსოვნას პატივს მივაგებთ, ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, თუ როდის დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა”, - განაცხადა ბარამიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე