გიორგი ბარამიძე - მოღალატე რუსქოცებო, საქართველოსთვის თქვენზე ნაკლები მებრძოლის დედა ვატირე! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო არც თქვენი ბინძური პროპაგანდის!

ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო“ საქმე აღძრა! - არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის! – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე იმ ფაქტს, რომ გენერალურმა პროკურატურამ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.

მისივე თქმით, სამშობლოს, ღმერთისა და სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი იყო და ამ სიმართლეს ვერავინ წაართმევს.

“მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო! საქართველოსთვის თქვენზე ნაკლები მებრძოლის დედა ვატირე!

ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო“ საქმე აღძრა!

არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის!

სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს“,- წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ