კახა კალაძე „ინტერ რაოს“ დასანქცირებაზე - მესაკუთრეები ერთმანეთში გაერკვევიან, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსაქმიანობაში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან ვიცავთ - თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მოქმედება, ნაბიჯებს გადავდგამთ

ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ კომპანია „ინტერ რაოს“ დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია და კონკრეტული კომპანიის მესაკუთრეები ამა თუ საკითხს თავად მოაგვარებენ.

„რაც შეეხება „ინტერ რაოს“ დასანქცირებას, მასთან ერთად არიან სხვა მესაკუთრეები, როგორც ვიცი, ქართველებიც. ერთმანეთში გაერკვევიან. ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც ვიცავთ და 2012 წლიდან მოვყვებით. თუ საჭირო აუცილებლობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის მოქმედებების, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ, თუმცა ბიზნესი ხელშეუხებელია, თავად მოაგვარებენ და გაერკვევიან საკითხში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე სწორედ წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა.

„ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იყო საქართველოს საკუთრება. როდესაც ვსაუბრობთ „სისხლიან რეჟიმზე“, ზუსტად ერთ-ერთი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი იყო მსგავსი კომპანიების გასხვისება რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ასდისო; გვეუბნებოდნენ, არაფერი ფუჭდება იმით, რომ ქვეყანაში რუსული ბიზნესი შემოდის და ახორციელებს საქმიანობასო. ეს ყველაფერი ხდება 2008 წლის შემდეგ. წერილებს აგზავნიდნენ, რომ როგორმე დაეთბოთ ურთიერთობები, გაემართათ კულტურული ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა, წამოვიდა დავალება „დიფ სთეითიდან“ - მათი პატრონებიდან და თუ რაიმეს რუსული ჰქვია, ყველაფერი ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა. ასევე, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პირნათლად ასრულებენ დავალებებს, რომლებიც თავიანთი პატრონების მხრიდან მოდის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება საჭირო და აუცილებელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, აუცილებლად გადავდგამთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე