“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე

მსოფლიოს უმსხვილესი iGaming - ისა და სპორტის ინდუსტრიის კონფერენცია SBC Summit-ი თბილისის შემდეგ, ლისაბონში 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

აღნიშნული ღონისძიება ქართული კომპანიებისთვის განსაკუთრებული შანსია პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ სხვადასხვა ბაზრის ლიდერ კომპანიებთან. შესთავაზონ მათ საკუთარი პროდუქტები თუ სერვისები და საფუძველი ჩაუყარონ გრძელვადიან თანამშრომლობას. ერთ სივრცეში ერთიანდება ისეთი აუდიტორია, როგორიცაა ოპერატორები, აფილიატები, ტექნოლოგიური და მედია პარტნიორები - ვისთანაც კომპანიები მთელი წლის განმავლობაში ცალ-ცალკე ცდილობენ კონტაქტის დამყარებას.

„SBC Summit ლისაბონი ქართული კომპანიებისთვის უნიკალური კარია მსოფლიო ბაზარზე. ერთ სივრცეში იკრიბებიან ისინი, ვისთანაც წლის განმავლობაში კონტაქტს ვცდილობთ - ოპერატორები, აფილიატები, ტექნოლოგიური და მედია პარტნიორები. ჩვენი მიზანია, ქართული ბრენდები აქ არა მხოლოდ დამსწრეები, არამედ აქტიური მონაწილეები იყვნენ,"-აცხადებს SBC Eurasia-ს თანადამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი.

SBC Summit-ს ლისაბონში წელს 40 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. გამოფენაში 800 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ბაზრის ლიდერი კომპანიებიდან

პანელებზე 600-ზე მეტი სპიკერი წარდგება აუდიტორიის წინაშე. სამიტი ლისაბონის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრსა (FIL) და MEO Arena-ში გაიმართება.

ღონისძიებას კალათბურთისა და მსოფლიო სპორტის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი გახსნის.

29 სექტემბერს, MEO Arena-ს მთავარ სცენაზე მაიკლ ჯორდანი დისკუსიაში - Leadership in Sports Business მიიღებს მონაწილეობას.

საუბარი შეეხება სპორტის, ტექნოლოგიების, მედიის, მონაცემებისა და გულშემატკივართან ურთიერთობის ევოლუციას, მათ შორის სპორტული ბეთინგისა და iGaming-ის სექტორების სულ უფრო მჭიდრო დაახლოებას.

„როცა ინდუსტრიის მთავარ სცენაზე მაიკლ ჯორდანის რანგის ფიგურა გამოდის, ეს ცხადყოფს, თუ რა მასშტაბს მიაღწია ამ ბაზარმა. ქართული ბიზნესისთვის კი მთავარია, ამ მასშტაბში საკუთარი ადგილი დაიკავოს," - აღნიშნავს ლაშა მაჭავარიანი.

SBC Summit 2026 ლისაბონში 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება.

SBC

SBC Eurasia

SMH Global

Lasha Machavariani

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ