კაია კალასი - რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო დარტყმების საპასუხოდ, ევროკავშირმა დღეს ახალი სანქციები დააწესა

უკრაინაზე ყოველი ახალი თავდასხმა ევროპისთვის კიდევ ერთი მიზეზია, რომ რუსეთის მიმართ მკაცრი ზომები მიიღოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო დარტყმების საპასუხოდ, ევროკავშირმა დღეს ახალი სანქციები დააწესა.

„რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო დარტყმების საპასუხოდ, ევროკავშირმა დღეს სანქციების ახალი სია დაამტკიცა, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ჩართულ ხუთ პირს ეხება. ბრძოლის ველზე მისი არმიის წინსვლის შეფერხების ფონზე, მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას კიდევ უფრო აძლიერებს. ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ