კახა კალაძე - საქართველოსთან ომი მსოფლიოსთვის არ იყო ისეთი რეზონანსული, 2-3 დღე გაგრძელდა და არ იყო საკმარისი, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ

საქართველოსთან ომი მსოფლიოსთვის არ იყო ისეთი რეზონანსული. 2-3 დღე გაგრძელდა და არ იყო საკმარისი, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთანაა დაკავშირებული, განპირობებულია „ნაციონალური მოძრაობის“ „მოღალატეობრივი პოლიტიკით“, დღეს კი ომის დაწყება ბრალდება ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს.

„ზოგადად, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. სისხლიანი რეჟიმის ყველა ქმედება იყო გარედან თავსმოხვეული. სამწუხაროდ, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, მტრული საქმიანობა დღესაც გრძელდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 2008 წლის 7 აგვისტოს მიიჩნევს.

„ჩვენ თუ გადავხედავთ, როდის ხდებოდა ომის აღნიშვნის დღე, როდის ხდებოდა სამძიმარზე მისვლა, შეგვიძლია ამოვიღოთ არქივებიდან მასალები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო 8 აგვისტო. ალბათ, ”ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ვკითხოთ, რატომ მოხდა თარიღის შეცვლა, თუმცა ისტორიას ვერავინ გადაწერს.

ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ომის დაწყება ქართულ სახელმწიფოს, ჯარს დაბრალდა და ეს პირდაპირ წერია [ტალიავინის დასკვნაში]. როდესაც შენ ხელს აწერ ამ რეზოლუციაზე ეს მოღალატეობრივი ნაბიჯია.

მაშინ საქართველოსთან ომი მსოფლიოსთვის არ იყო ისეთი რეზონანსული, 2-3 დღე გაგრძელდა და არ იყო საკმარისი, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ” - განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ