„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენლები აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით, გორში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენლები აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად გორში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კოალიციის წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სიცოცხლე ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირეს.

„საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნა მარადიულია. „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე კოალიციის ლიდერებთან – ვატო სურგულაძესთან, გრიგოლ გეგელიასთან და ოთო ფარულავასთან ერთად, გორში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა, მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

კოალიციის წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სიცოცხლე ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ