თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი მექაში ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებას გააფორმებენ

თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი დღეს, საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თავდაცვის ერთობლივი შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას აშშ-ირანის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე.

შეთანხმების გასაფორმებლად საუდის არაბეთში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ სამეფოს ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი, არმიის მეთაურ ასიმ მუნირთან ერთად.

Reuters-ი წერს, რომ პაკისტანი ცდილობდა მედიატორის როლი შეესრულებინა აშშ-ირანის ომში, ხოლო თურქეთი დიპლომატიურ როლს ასრულებდა ღაზაში ომის მოგვარების მოლაპარაკებებში. თურქეთმა რიადთან დრონების მიწოდების მსხვილი ხელშეკრულება 2023 წელს გააფორმა.

საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ერთობლივი თავდაცვის პაქტის შესახებ ჯერ კიდევ 2025 წელს განაცხადეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ