ისწავლე საზღვარგარეთ „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული მსოფლიო სკოლების (UWC) ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამა 15-17 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა.

პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებული მსოფლიო სკოლები (UWC) წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობას ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანია, განათლება გამოიყენოს როგორც ძალა სხვადასხვა ერისა და კულტურის დასაახლოებლად და ამ გზით შეუწყოს ხელი მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შექმნას. UWC მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 18 საერთაშორისო სკოლასა და კოლეჯს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს 17 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორისკანადაში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიასა და იტალიაში.

საქართველოს ბანკმა UWC Georgia-სთან თანამშრომლობა 2025 წელს დაიწყო და უკვე გამოავლინა 2 სტიპენდიატი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართველ მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამას და იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში თანატოლებთან ერთად.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

მოსწავლეებისთვის შექმნილი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: georgia@uwcnc.org

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ