ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი - რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო

18 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ეს თავდასხმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, კევინ ჰამილტონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„ნატო ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, - წერს ალიანსის წარმომადგენელი.

მისი თქმით, საქართველო ათწლეულების განმავლობაში ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.

„ჩვენი პარტნიორობა ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის - დაფუძნებული პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, განპირობებული მდგრადობისა და სტაბილურობისადმი მუდმივი ერთგულებით და მტკიცედ ორიენტირებული მომავალზე“, - აცხადებს ჰამილტონი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ