საკონსტიტუციო სასამართლომ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ რიგ აკრძალვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. კერძოდ, ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრულ აკრძალვებს, როგორიცაა: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა, ასევე, ისეთ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.

“2026 წლის 30 ივლისის საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის N1936 კონსტიტუციური სარჩელი.

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრულ აკრძალვებს, როგორიცაა: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა;

ასევე, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.

აგრეთვე, არსებითად განიხილება ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, იმ შემთხვევაში, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა; და დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვის კონსტიტუციურობა.

აღნიშნულ შინაარსობრივ აკრძალვებს, სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით განიხილავს.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული უალტერნატივო პატიმრობა და ამავე კოდექსით, გათვალისწინებული საგამონაკლისო ჯარიმა.

აგრეთვე, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა. კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმისა და სანქციის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა განიხილება, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებასთან, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სასჯელის პროპორციულობის პრინციპთან მიმართებით“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ