გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 აგვისტოს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩარდახი, წეროვანი, გოროვანი, არაშენდა, მუხრანი, შანკევანი, საგურამო, გალავანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

მათივე ცნობით, 12:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 18:20 საათამდე დენი გაეთშებათ აბონენტებს სოფელ მამკოდაში. 11:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში აღმაშენებლის, დიდგორის, გაბრიელ ათონელის, ვაშაძის, სარაჯიშვილის, კვირაცხოველის, უგრელიძის, გიორგი ბრწყინვალეს, მაჭავარიანის ქუჩებზე, თელოვნის მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ანდრონიკაშვილის, რაინეგსის, რუსთაველის, ცამეტი ასურელი მამის, ჰაინრიხ კლაპროთის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ გლდანში ქერჩის, კულა გლდანელის, ნასერალის ქედის, მიდელაურის და მიმდებარე ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, თხინვალა, წოდორეთი, მსხალდიდი, ზემო და ქვემო ლისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე