ბერდია სიჭინავა - რუსეთის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, თუ გამოვლილ მძიმე ომს და ოკუპაციას ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად ვაქცევთ - სწორედ ესაა რუსეთის ჰიბრიდული ომის გაგრძელება და ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ის იბრძვის რუსეთის მხარეს

ამ მძიმე დღეებში ერთმანეთთან დაპირისპირება ომის და ოკუპაციის საკითხზე, ერთმანეთის დამცირება ნიშნავს ჩვენი გმირების ხსოვნის შეურაცხყოფას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" პარტიის აღმასრულებელი მდივანი,

ბერდია სიჭინავა აცხადებს.

როგორც სიჭინავა „ფესიბუქ“ პოსტში წერს, „კუნთების თამაში“ და საკუთარი ქვეყნის იმიჯის და რეპუტაციის ტალახში ამოსვრა, ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე 2008 წლის 7 ან 8 აგვისტოა.

„რაც რუსეთს სურს, სწორედ იმას ვაკეთებთ დღეს ჩვენ თვითონ.

რამდენიმე დღითაც კი ვერ დაცხრა პოლიტიკური ვნებები, არცერთ მხარეს არ გაჩერდა იდიოტური და მავნებლური განცხადებების კასკადი, საპასუხოდ მართლმსაჯულების გამოყენებით კუნთების თამაში და საკუთარი ქვეყნის იმიჯის და რეპუტაციის ტალახში ამოსვრა, ომის თარიღების ერის გასახლეჩად გამოყენება, რომელიც ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე 2008 წლის 7 ან 8 აგვისტოა.

ეს დღეები ეროვნული ერთიანობის და ღირსების სიმბოლო უნდა იყოს და ჩვენთან პირიქით - საზოგადოების კიდევ უფრო დასაპირისპირებლად გამოიყენება. შეგნებულად გვავიწყებენ, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ერთმანეთი კი არა, ის მტრული და აგრესიული სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და დღემდე ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს ებრძვის.

რუსეთის ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ ის იქნება, თუ ერთმანეთს დავუპირისპირდებით, ისტორიულ მეხსიერებას, გამოვლილ მძიმე ომს და ოკუპაციას ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად ვაქცევთ და საკუთარ სახელმწიფოს თავადვე დავაზიანებთ. სწორედ ესაა რუსეთის ჰიბრიდული ომის გაგრძელება საქართველოს წინააღმდეგ და ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ის იბრძვის რუსეთის მხარეს საქართველოს წინააღმდეგ!

ამ მძიმე დღეებში ერთმანეთთან დაპირისპირება ომის და ოკუპაციის საკითხზე, ერთმანეთის დამცირება ნიშნავს ჩვენი გმირების ხსოვნის შეურაცხყოფას.

დიდება და მარადიული ხსოვნა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს!“,- წერს ბერდია სიჭინავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ