„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” - დაგეგმილი სამუშაოების გამო 8 აგვისტოს პეკინისა და ვაჟა-ფშაველას კუთხიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის №37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების 1000 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე რთული ტექნიკური დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია გზის სავალი ნაწილის დაკეტვა. შესაბამისად, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 8 აგვისტოს 22:00 საათამდე, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას კუთხიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე, ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

„აღნიშნული ავარიული ვითარების მასშტაბიდან გამომდინარე, ადგილზე მობილიზებული ტექნიკური ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ, რათა აღდგენითი პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს. სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგება დაზიანებული ქსელი, მოწესრიგდება ტერიტორია და დაიგება ასფალტის საფარი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისა და შეფერხებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე