რასა იუკნევიჩიენე - მსოფლიომ არასწორი დასკვნები გამოიტანა, საქართველო გაფრთხილება იყო - ყირიმი, დონბასი და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კრემლის იგივე იმპერიალისტურ გეგმას მოჰყვა

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ თავისი ომი დაიწყო, მსოფლიო სიმშვიდისკენ მოწოდებებით გამოვიდა და არასწორი დასკვნები გამოიტანა. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ევროპარლამენტარი წერს, საქართველო გაფრთხილება იყო - ყირიმი, დონბასი და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კრემლის იგივე იმპერიალისტურ გეგმას მოჰყვა.

“2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ თავისი ომი დაიწყო. მსოფლიო სიმშვიდისკენ მოწოდებებით გამოვიდა და არასწორი დასკვნები გამოიტანა. საქართველო გაფრთხილება იყო - ყირიმი, დონბასი და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კრემლის იგივე იმპერიალისტურ გეგმას მოჰყვა. 18 წლის შემდეგ, საქართველოს მეხუთედი ისევ ოკუპირებულია. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც ამ ომში დაზარალდა და პატივს მივაგებთ სამშობლოს დამცველ გმირებს”, - წერს იუკნევიჩიენე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ