კესტუტის ბუდრისი - იმპერიალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, დღეს უკრაინის წინააღმდე სასტიკი ომის მამოძრავებელი ძალაა - რუსეთზე მყარი საერთაშორისო ზეწოლისკენ მოწოდებით გამოვდივართ

იგივე იმპერიალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომის მამოძრავებელი ძალაა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთზე მყარი საერთაშორისო ზეწოლის მოწოდებით გამოდის.

მისი თქმით, საქართველოს ხალხის ევროპული მომავლისადმი უდიდეს საფრთხედ რჩება რუსეთის ოკუპაცია და მისი მიმდინარე მცდელობები ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელ კურსს.

“18 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომმა კრემლის იმპერიალიზმის ნამდვილი სახე გამოავლინა. დღეს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება, საერთაშორისო ვალდებულებები შეუსრულებელი რჩება და ადამიანის უფლებების დარღვევები გრძელდება.

ოკუპაცია. იძულებით გადაადგილება. საერთაშორისო სამართლის დარღვევები. იგივე იმპერიალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომის მამოძრავებელი ძალაა.

ლიეტუვა მტკიცედ უდგას გვერდში ქართველ ხალხს. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, და ევროპულ მომავალს, რუსეთზე მყარი საერთაშორისო ზეწოლისკენ მოწოდებით გამოვდივართ, რათა მან თავისი ოკუპაცია დაასრულოს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.

საქართველოს მომავალი დემოკრატიულ გადაწყვეტილებებში და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებშია. ამ მომავლისადმი უდიდეს საფრთხედ რჩება რუსეთის ოკუპაცია და მისი მიმდინარე მცდელობები ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელ კურს”, - წერს ბუდრისი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ