ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი გმირების დიდება იყოს - ვაი, იმ ქართველად წოდებულს, ვინც ამბობს, რომ თქვენ გმირები კი არა, პიარს შეწირულები ხართ

მიმიფურთხებია ყველა „არაქართველისთვის“ - ვინც თქვენს სისხლს არ აფასებს, ვინც რუსების წინაშე, ფეხებთან გორაობს და ჩვენს საქართველოს მტერზე ჰყიდის! ვაი, იმ ქართველად წოდებულს, ვინც ამბობს, რომ თქვენ გმირები კი არა, პიარს შეწირულები ხართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ქედს იხრის დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და პირობას დებს, რომ სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს სამსახურში იქნება. მისი თქმით, გმირების თავდადება ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

„ჩვენი ბიჭები, ჩვენი ძმები, ჩვენი გმირების დიდება იყოს! ქედს ვიხრი, მუხლმოდრეკით, მათ საფლავზე მინდა დავდო პირობა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე მოვემსახურები თქვენს ნაოცნებარ სამშობლოს! მოვემსახურები საქართველოს! მიმიფურთხებია ყველა „არაქართველისთვის“ - ვინც თქვენს სისხლს არ აფასებს, ვინც რუსების წინაშე, ფეხებთან გორაობს და ჩვენს საქართველოს მტერზე ჰყიდის! ვაი, იმ ქართველად წოდებულს, ვინც ამბობს, რომ თქვენ გმირები კი არა, პიარს შეწირულები ხართ - მიმიფურთხებია ასეთი კაცისთვის!

დიდება თქვენს სულებს! დიდება თქვენს დანატოვარს! ხორცი მეწვის თქვენი თავდადების დანატოვარზე და ამაყი ვარ, რომ თქვენი ჯიშის ვარ! თქვენს სულებს და ძვლებს ვენაცვალე ბიჭებო! თქვენი შვილები, დანატოვარი მოესწრება ტერორისტული რუსეთის დაცემას, რაც არც ისე შორს არის - ჩვენი ძმების, უკრაინელების და იქ მებრძოლი ქართველების მეცადინეობით!

პირველად არ შემიძლია თქვენს საფლავზე მოვიდე და მუხლი მოვიყარო - მაპატიეთ, ძმებო! ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს! სამარტოო საკნიდან თქვენი მონა-მორჩილი, ლევან ხაბეიშვილი“,- წერს ხაბეიშვილი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე