პროკურორი - ფარულ ჩანაწერში ნია იმნაძე და მამამისი განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა ალექსანდრე გაბაშვილმა დანაშაული - მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა ნია მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება, საქციელს ამართლებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.

სონიძის განმარტებით, ჩანაწერში ვალერ იმნაძე შვილს ეუბნება, რომ ბრალდებულს აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაედინა და არასწორად მოიქცა.

მისივე თქმით, ნია იმნაძე პასუხობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღების თანამედროვე მიდგომა განსხვავდება უფროსი თაობის ხედვისგან, რის გამოც მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს.

პროკურორის თქმით, ფარულ ჩანაწერში ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილის "საქციელს ამართლებს და ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ამბობს, რომ ასეც უნდა მოქცეულიყო და ა.შ."

„ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ, თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.

საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამის, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა”, - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, სონიძემ აღნიშნა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად „მეტას“ კვლავ მიმართეს და ამ დრომდე კომპანიის პასუხს ელოდებიან შუამდგომლობაზე.

„მეტადან“ ისევ ველოდებით შუამდგომლობაზე პასუხს“,- განაცხადა პროკურორმა.

ასევე, პროკურორმა განმარტა, რატომ მიიღო ათი თვის შემდგე ნია იმნაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება პროკურატურამ. მისი განმარტებით, ამის საფუძველი გახდა საქმეზე ფარული სატელეფონო მოსმენებისა და ბინის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები.

საქმის პროკურორის განმარტებით, გამოძიების ვადების გაჭიანურება თებერვალში განხორციელებული ფარული ჩანაწერების დამუშავებამ, გაშიფვრამ და ახალი მტკიცებულებების მოპოვების ხანგრძლივმა პროცესმა გამოიწვია.„თვის განმავლობაში ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით ნია იმნაძის მიმართ.

"ათი თვე დაჭირდა პროკურატურას იმიტომ, რომ მტკიცებულებების მოპოვება ხდებოდა ამ დროის განმავლობაში. რაც შეეხება კითხვას, რა ახალი მტკიცებულებები გაჩნდა საქმეში, ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. წარმოდგენილ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენა ასევე ბინის ფარული აღჭურვები. ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდა. მოგახსენებთ, რომ თებერვალში განხორციელდა ეს ფარული ჩანაწერები, ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა, რომ გაშიფრული და დამუშავებულიყო. სწორედ ამიტომ გაჭიანურდა აღნიშნული ვადები“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე