პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე - ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო

საქმის მტკიცებულებების თანახმად, შევიწროებასთან დაკავშირებით ნია იმნაძემ ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს, კლასის დამრიგებელს ლაურა დუგლიჩიძეს, ასევე, ალექსანდრე გაბაშვილს, რომელიც დანაშაულის მთავარი ორგანიზატორია, - ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა ისიც, რომ ვერაფერს იტყვის, თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას, რადგან “არ არის მტკიცებულებები იმისა, რომ ვინმემ ვინმე შეავიწროვა“.

ქეთევან სონიძის განცხადებითვე, ნია იმნაძემ ამ ინფორმაციის მიწოდებით ალექსანდრე გაბაშვილი დანაშაულის ჩადენაში წააქეზა.

“ჩვენ წაქეზებას შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით ვამტკიცებთ - უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდადებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია და მისი პიროვნება. ეს არის ე.წ. პედოფილებთან მებრძოლი პირი. მას ბრალდება ამ კვალიფიკაციითაც ედებოდა და ამაშიც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა - საუბარია დიღმის ძალადობების ნაწილზე. ზოგადად, ის ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება გარკვეული ხასიათის ინტერესი ჰქონდეს არასრულწლოვანთა მიმართ. ადამიანს, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე ისედაც ნადირობდა, ასეთი ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მას მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ეს ფაქტობრივად წაქეზება იყო“, - განაცხადა პროკურორმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე