გიგა ავალიანის დედა - საქმეში არის მყარი, ნოყიერი, პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები - ნია იმნაძეს მაქსიმალური სასჯელი მიესჯება - ჩვენ ნია იმნაძეს არ ვედავებით იმას, რომ ეუბნება: “წადი, მოკალი“, ეს დაკვეთაა, ჩვენ ვამბობთ, წაქეზებას, მანიპულირებას

საქმეში არის მყარი, ნოყიერი, პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, სხვადასხვა სახის, რომელიც მაქსიმალური სასჯელის საფუძველი გახდება, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ საქმეში ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებობს ნია იმნაძის ნათქვამი „ერთი წინადადება“, ნია იმნაძისგან მიწოდებული ინფორმაციაა ალექსანდრე გაბაშვილისთვის, რის გამოც მას მაქსიმალური მიესჯება.

„ჩემი პირდაპირი, მტკიცე, უტყუარი, მტკიცებულება არის პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, მაგრამ მოდი, ახლა იურიდიულად ვისაუბროთ, საქმეში არის მყარი, ნოყიერი, პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, სხვადასხვა სახის, რომელიც საფუძველს გახდის მაქსიმალური სასჯელისას. ყველასთვის მაქსიმალურია უკვე მისჯილი, დარჩა მხოლოდ ეს სამი: გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია.

ახლა მე ერთი წინადადება რომ ვთქვა, ის გახდის ნათელს, თუ რატომ იყო ნია იმნაძე წამქეზებელი, მაგრამ სასამართლო პროცესამდე ამას არ ვიტყვი. ნია იმნაძისგან გამოსული ინფორმაციაა ეს, ნია იმნაძისგან მიწოდებული ინფორმაციაა ალექსანდრე გაბაშვილისთვის. ამბობენ, არის საკმარისი მტკიცებულებებიო? ყველაფერი რომ ჩავხსნათ, ის ერთი წინადადება და ის ფაქტი, რომ ალექსანდრე გაბაშვილს არცერთი საერთო ნაცნობი გიგა ავალიანთან არ ჰყავდა, ადასტურებს იმას, რომ ნია იმნაძეს მაქსიმალური სასჯელი მიესჯება“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ეკა კუპატაძის განცხადებით, „ჩვენ არ ვედავებით ნია იმნაძეს იმას, რომ ეუბნება: წადი მოკალი, ეს დაკვეთაა, ჩვენ ვამბობთ წაქეზებას, მანიპულირებას“.

ეკა კუპატაძის განცხადებით, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დააკავეს 10 თვის განმავლობაში ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი, არის ის, რომ გლდანი-ნაძალადევის პროკურატურისგან „კარგად შეფუთული და ჩაფარცხული იყო საქმე“.

„რატომ დასჭირდა 10 თვე ამ ყველაფერს? მაქვს ამაზე პასუხი. იმიტომ, რომ კარგად შეფუთული იყო საქმე, კარგად ჩაფარცხული. გლდანი-ნაძალადევის პროკურატურის განყოფილების პროკურორებისგან, მიხეილ კუპრაშვილისგან და ლუკა გამყრელიძისგან. კარგად ჩაფარცხული იყო საქმე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მეექვსე განყოფილებისგან“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე