გიორგი ბარამიძე - ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა - არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს "ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი

ვიზიარებ მეგობრებისა და კოლეგების კრიტიკას, ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მიმდინარე მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა - არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს "ხვრეტდნენ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს და კიდევ ერთხელ განმარტებას აკეთებს მის განცხადებაზე ერთ-ერთ ინტერვიუში.

გიორგი ბარამიძის თქმით, ქართველებს ამგვარი და მსგავსი რამ არასდროს ჩაგვიდენია, თუნდაც გახურებული ომის დროს.

ბარამიძე აცხადებს, რომ რაც არ უნდა ეცადოს „რუსული პროპაგანდა” მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯონ და საქართველოს ინტერესებს დააპირისპირონ, არაფერი გამოუვათ.

„ვიზიარებ მეგობრებისა და კოლეგების კრიტიკას, ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მიმდინარე მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა, რაც არავის დააბნევდა და უფრო ზუსტად ასახავდა, ობიექტურ მოვლენებს.

ძალიან ვწუხვარ, თუ ქოცური პროპაგანდის წყალობით, ჩემი ნათქვამი პატიოსანმა ადამიანებმა, მით უფრო პატრიოტმა და არა რუსქოცმა ვეტერანმა, არასწორად გაიგეს და არც იმის პრობლემა მაქვს, ვთქვა რომ მათ თუ უნებლიედ გული ვატკინე, ბოდიშს ვუხდი.

ყველა შემთხვევაში, სიმართლე ისაა, რაც ვთქვი, რომ გამწარებული, ოჯახაწიოკებული ადამიანებისგან ძნელია მოითხოვო, რომ ომის პირობებში მტერს მტრულად არ მოეპყროს.

არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს "ხვრეტდნენ", ეგ არსადროს მინახავს და არც რაიმე ამის ფაქტი ვიცი, აი რუსების (და მათი დაგეშილი სეპარატისტების) მიერ გადამწვარი სოფლები, გაგრაში მოჭრილი თავებით ფეხბურთის თამაშის ფაქტები ყველამ ვიცით.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიტყვი, რაც ვიცი და რასაც ვფიქრობ, რომ ქართველებს ამგვარი და მსგავსი რამ არასდროს ჩაგვიდენია, თუნდაც გახურებული ომის დროს. საქართველო რუსეთთან 100% მართალია და ეს უკვე დადასტურებულია გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს და საერთაშორისო სასამართლოების მიერ.

და ბოლოს რაც არ უნდა ეცადოს რუსული პროპაგანდა ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯონ და საქართველოს ინტერესებს დამაპირისპირონ, არაფერი გამოუვათ, რადგან ღმერთის სამშობლოსა და სინდისის წინაშე მართალი ვარ და ჩემი სიმართლისა და სამშობლოს თავისუფლებისა და გამთლიანებისთვის, ბოლომდე ვიბრძოლებ.

მადლობა ყველას თანადგომისა და გულშემატკივრობისთვის!“, - წერს ბარამიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე