რუსებმა კიევის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა სამი ადამიანი

რუსებმა კიევის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა სამი ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა კიევის ოლქის ბროვარის რაიონზე მიიტანეს იერიში, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად კერძო სახლი და ავტომობილები დაზიანდა.

ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის დედაქალაქშიც.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, გოლოსეევსკის რაიონში ერთ-ერთ შენობას ხანძარი გაუჩნდა.

რუსების იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქში ოთხი ადამიანი დაშავდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს