ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, 18 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან. ამ თემაზე იმდენია ნათქვამი და დაწერილი, თითქოს ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ყოველ აგვისტოს გვიწევს ამ თარიღის გახსენება.

ამ თემაზე ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმსჯელა და ომის დაწყებაში ქართული მხარე და პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი დაადანაშაულა, რითაც ერთი მხრივ 2008 წლის ომის დაწყების რუსული ვერსია ერთი ერთში გაიმეორა, ხოლო მეორე მხრივ ამ ტიპის განცხადებებით ისე გაახარა მოსკოვი, რომ რუსი პოლიტიკოსები სიამოვნებით ციტირებენ ქართველი პოლიტიკოსების ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებს.

ამავე თემაზე თქვენ 2024 წელს „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „რაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას, რუსეთ-საქართველოს ომი მაინც დაიწყებოდა“. უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობის ფონზე თქვენს მიერ გამოთქმული აზრი, აქტუალობას არ კარგავს. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, - სავარაუდოდ, რატომ შეიძლება დაწყებულიყო რუსეთ-საქართველოს ომი მიუხედავად იმისა, „საქართველოს მთავრობას რაც არ უნდა გაეკეთებინა“?

- რასაკვირვრლია, 2024 წელს გამოთქმულ მოსაზრებაზე ვრჩები, „მე იგივე ვარ მარად და მარად“. ამ მოსაზრების რამდენიმე დამადასტურებელი ფაქტი არსებობს, რომლებიც ვლადიმერ პუტინმაც ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა. 2008 წელს პუტინმა თავად აღიარა, რომ უკვე 2006 წლის ბოლოდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა. მას არ მოსწონდა მიხეილ სააკაშვილი და ვერ აპატია მას გამონათქვამი „ლილიპუტინი“. მეტიც, მან ასევე თქვა რომ რუსი სამხედროები 2008 წლის აგვისტოში სწორედ მის მიერ 2007 წლის იანვარში დამტკიცებული გეგმით მოქმედებდნენ.

ამისთვის მან საქართველოდან სამხედრო ბაზები გამოიყვანა. მავანს ეჭვი უნდა შეპარვოდა: მრავალი თვის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა უმოკლეს ვადაში ბაზები სომხეთში რატომ გადაიყვანა. მაგრამ, სულაც არა. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც იმ დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რუსების ბაზების გაყვანა თავის ბრწყონვალე დიპლომატიურ ნიჭს მიაწერა.

2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლის ბოლოდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა

მეორეც, 2008 წელს დიმიტრი მედვედევი იყო რუსეთის ნომინალური პრეზიდენტი, ხოლო პუტინი პრემიერ მინისტრი, სინამდვილეში კი რუხი კარდინალი იყო. და აი, ზაფხულის დასაწყისში, პუტინმა გადაწყვიტა ჩინეთში ოლიპიანდაზე გამგზავრება. მანამდე და ამის შემდეგ მას ეს არასდროს გაუკეთებია. გონიერი პოლიტიკოსი დაფიქრდებოდა, რას ამზადებს რუსეთი? ჩვენ კი ტლუდ მგელივით ხახა წინ გვეჭირა და არაფერს ყურადღებას არ ვაქცევდით.

მესამეც, იმ დროს ე..წ. „სამხრეთ ოსეთიდან“ რუსული ჯარის დიდი ნაწილი გაყვანილი იყო სწავლებებზე. თითწოს გვეპატიჟებოდნენ.

ამიტომ, რასაკვირველია, რუსეთი ომის დასაწყებად ნებისმიერ საბაბს გამონახავდა. სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ ზარები გვერეკა, შეაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნრული ყოფილიყო.

რასაკვირველია, რუსეთი ომის დასაწყებად ნებისმიერ საბაბს გამონახავდა. სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ ზარები გვერეკა, შეაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნრული ყოფილიყო

ეხლა რომ თავს იქებს მიხეილ სააკაშვილი, რა მაგარი ბიჭი ვარო, რატომ არ ახსოვს, რომ აფხაზეთის სვანეთი ანუ კოდორის ხეობა ზარ-ზეიმით ჩააბარა რუსეთს, ზუსტად ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც რუსეთს ხახაში ძვალივით ქონდა გაჩხერილი.

- ცხადია, საქართველოში რუსული ოკუპაცია ბევრს რომ არ მოსწონს, მაგრამ, რუსოფობია, რის შესახებაც ახლა მმართველი გუნდი საუბრობს, ცალკეულ შემთხვევებს თუ მხედველობაში არ მივიღებთ, პრაქტიკულად, არც არსებობს.

არადა საქართველოში რუსოფობიის არსებობაზე განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გააკეთეა.

ბევრის აზრით, საქართველოში რუსოფობიაზე პრემიერის მიერ გავრცელებული წერილის არსი ასეთია - „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მათი დამოუკიდებლობის აღიარებაზე პასუხისმგებლობა არა რუსეთს, არამედ „ნაცმოძრაობასა“ და დასავლეთს ეკისრება. ეს არა მხოლოდ ირიბად ამართლებს იმას, რაც რუსეთმა წარსულში ჩაიდინა, არამედ იმასაც, რასაც დღემდე ახორციელებს და რაც მომავალში შეიძლება გააკეთოს“.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს?

- ეხლა, რაც შეეხება რუსოფობიასა და საერთოდ ეროვნულ ინტეგრიზმს. (ტერმინი ხშირად გამოიყენება ექსტრემისტული და ფუნდამენტური რადიკალური ისლამური დაჯგუფებების აღსანიშნავად, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების მართვას მკაცრი რელიგიური კანონებით)

მეჩვენება, რომ საქართველო ისტორიულად ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც არ ხორციელდებოდა ებრაელთა ან საერთოდ ნებისმიერი ეროვნების გენოციდი. ჩვენი ეროვნული და, რაც მნიშვნელოვანია, სარწმუნოებრივი ტოლერენტობა შეიძლება სამაგალითოც იყოს. სხვანაირად ვერ გადავრჩებოდით. რასაკვირველია, არსებობს ცალკეული ნეგატიური გამოვლენები, მაგრამ მათ სისტემური ხასიათი არა აქვს.

საქართველო ისტორიულად ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც არ ხორციელდებოდა ებრაელთა ან საერთოდ ნებისმიერი ეროვნების გენოციდი. ჩვენი ეროვნული და, რაც მნიშვნრლოვანია, სარწმუნოებრივი ტოლერენტობა შეიძლება სამაგალითოც იყოს. სხვანაირად ვერ გადავრჩებოდით. რასაკვირველია, არსებობს ცალკეული ნეგატიური გამოვლენები, მაგრამ მათ სისტემური ხასიათი არა აქვს

როცა ბატონი კობახიძე რუსოფობიაზე ქართველებში საუბრობს, რატომ ავიწყდება „ქართველოფობია“ ზოგიერთ რუსში? თელავის მოვლენები ამის ნათელი მაგალითია. ამ ეპიზოდის შემდეგ ჩვენ დავსაჯეთ ქართველი ვაჟკაცი, ხოლო სად არიან რუსი ეგრეთ წოდებული ქალბატონები? რატომ არ სხედან ციხეში?

ერთა შორის ურთიერთობა ფაქიზი თემაა. ეს სამართლიანად უნდა გადაწყდეს. ასიმეტრიული მიდგომა მეტად საზიანოა. ის, ერთი მხრივ, გამოიწვევს ქართველ მოსახლეობაში უკმაყოფილებას, ხოლო მეორე მხრივ, წააქეზებს რუსებში შოვინიზმსა და „უფროსი ძმის“ სინდრომს. კობახიძისთვის კი ყველაფერი მარტივია.

ერთა შორის ურთიერთობა ფაქიზი თემაა. ეს სამართლიანად უნდა გადაწყდეს. ასიმეტრიული მიდგომა მეტად საზიანოა. ის, ერთი მხრივ, გამოიწვევს ქართველ მოსახლეობაში უკმაყოფილებას, ხოლო მეორე მხრივ, წააქეზებს რუსებში შოვინიზმსა და „უფროსი ძმის“ სინდრომს

- ვითარებაში, როცა მოსკოვი ღიად აცხადებს რომ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების პროცესს იწყებს, რაზეც დუმილი და წაყრუება დანაშაულის ტოლფასია, გაუგებარია ანტირუსული განწყობების არსებობაზე ხელისუფლების წუხილები.

მოსკოვს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით პროცესები იქამდე მიჰყავს, როცა ჩათვლის საჭიროდ, მაშინ მიიერთებს ცხინვალის რეგიონს. მეტიც, ბევრი დარწმუნებულია რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონის ანექსიას შეეცდება უკრაინაში ომის დასრულების პარალელურად, რადგან მისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელი იქნება, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მითვისება და ცხინვალის რეგიონის საკითხი ერთიან კონტექსტში გადაწყვიტოს.

ასეთ ფონზე ქართულ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობების არსებობა რუსეთს უფრო აღელვებს თუ ოფიციალურ თბილისს?

თუ ორივეს ერთად - ამ წუხილების „აღმოფხვრის“ მიზანი, რა შეიძლება იყოს? რისთვის ამზადებს რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლება საზოგადოებას?

- მიმციობანას თამაში მეტად სახიფათო პოლიტიკაა. ის არასდროს მართლდება. გაიხსენეთ თუნდაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების გაჩაღების ფორმალური საბაბი.

ჩვენი ხელისუფლება კი მეტად სახიფათო თამაშს თამაშობს. ერთი მხრივ, იგი ცივილიზებულ სამყროსთან, ჩვენი ეროვნული მთლიანობის ერთადერთ, ისიც მყიფე, გარანტთან, ურთიერთობას აფუჭებს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთთან ჩიტისა და მელიის ურთიერთობებს ამყარებს.

ჩვენი ხელისუფლება კი მეტად სახიფათო თამაშს თამაშობს. ერთი მხრივ, იგი ცივილიზებულ სამყროსთან, ჩვენი ეროვნული მთლიანობის ერთადერთ, ისიც მყიფე, გარანტთან, ურთიერთობას აფუჭებს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთთან ჩიტისა და მელიის ურთიერთობებს ამყარებს

გახსოვთ, ალბათ: „ჩიტო, ჩიტო ჩიორაო! რაო, ბატონო მელაო?“.იმედი მაქბს, რომ ეს დროებითია და ახლო მომავალში ეს პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება.

- მას შემდეგ, რაც რუსეთიდან საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული უკრაინული წარმოშობის ტურისტთან დაკავშირებით ხმაურიანი ინციდენტი მოხდა კახეთის ერთ ერთ სასტუმროში, აქტუალური გახდა ქართული იდენტობის დაცვასა და ტრადიციების დაცვაზე სხვადასხვა ჯგუფების ინიციატივები.

უცნაური იყო ერთ ერთი მათგანის განცხადება იმაზე, რომ იგი და მისი თანამოაზრეები მზად არიან უკანონობაც კი ჩაიდინონ და ციხეში წავიდნენ ტრადიციების, იდენტობისა და კულტურის დასაცავად.

ხელისუფლების ოპონეტებმა ამ ჯგუფების ინიციატივა ხელისუფლების ხელდასმით გაკეთებულ განცხადებებად შეაფასეს. სულ ცოტა ხანში გავიგეთ რომ მმართველი გუნდი კანონმდებლობაზე იმუშავებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული იდენტობის, რელიგიისა და ტრადიციების დაცვას.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ახალი კანონების და რეგულაციების მიღებას, რომელიც განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება“.

თქვენ როგორ შეაფასებდით იდენტობის, რელიგიისა და კულტურის დასაცავად ერთი მხრივ მოძრაობების გაჩენას? და მეორე მხრივ კანონმდებლობაზე დაწყების მუშაობას? - ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბატონი კობახიძის მსოფლმხედველობის ჩარჩოებში ჯდება. ეს აშკარად პოსტტოტალიტარული კანონების ერთერთი ვარსკვლავია. თანაც მეტად წინააღმდეგობრივი.

ერთი მხრივ, თელავში მეფე-დედოფალს აივნიდან წყალს თავზე დაუსჯელად ვასხმევინებთ, მეორე მხრივ, კი ეროვნულ იდენტობაზე კანონმდებლობას ვამზადებთ. ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას ერთადერთი რამ - ეროვნული ღირსების დაცვა - უნდა.

ერთი მხრივ, თელავში მეფე-დედოფალს აივნიდან წყალს თავზე დაუსჯელად ვასხმევინებთ, მეორე მხრივ, კი ეროვნულ იდენტობაზე კანონმდებლობას ვამზადებთ. ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას ერთადერთი რამ - ეროვნული ღირსების დაცვა - უნდა

- 5 აგვისტოს პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა. შეთანხმება, ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

უცნაური ისაა, რომ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე ხელისუფლება ამ თემაზე არაფერს ამბობს. არც იმას ცდილობს რომ სირიამ, ვენესუელამ და ნიკარაუგუმ გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

ნიკარაგუას ლიდერი რომ ამის გამკეთებელი არაა, ვიცით, ამას წინათ მან გადაცხადა რომ აპირებს ქვეყანაში არჩევნების გაუქმებას. ახლა აშშ-თან ნორმალური ურთიერთობები რომ გვქონდეს, ამის გაკეთება რომ შესაძლებელია, ცხადია.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა რომ საქართველოს მთავრობა ასეთ ფაქტებზე პრაქტიკულად არ რეაგირებს და რუსეთის მხრიდან ამ რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს?

- ამის მიზეზი ერთადერთია: პანიკური, ავადმყოფური შიში.

- მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამჯერ მოხდა ელექროენერგიის მასშტაბური გათიშვა, მომხდარი ჩვენს საზოგადოებაში აქტიურად განიხილება.

თუ რატომ ხდება ეს დამაჯერებელი პასუხი არ მიგვიღია. სახელმწიფო ელექტროსისტემა ირწმუნება რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა ენგუსჰესზე აგრეგატების გეგმიურ ტესტირებას უკავშირდებოდა.

საქმეში ჩახედული ადამიანები კი იმაზე საუბრობენ რომ უხარისხო, ამორტიზებული ქსელი დატვირთვას ვერ უძლებს. რასაც ემატება ქვეყანაში კრიტო ენერგოვამპირების განუკითხავი საქმიანობა. ჯერ გვითხრეს რომ ამ საკითხზე საბოტაჟის მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ, მესამე გათიშვის შემდეგაც ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხები არ მოგვისმენია. ზოგი ამბობს, რომ ამ საქმეში რუსეთის ხელი ურევია.

პრობლემების შეექმნათ მეტროს მგზავრებს, განსაკუთრებით მოხუცებს, ლიფტებში გაჩხერილ ხალხს და ასე შემდეგ. თუ ტესტირება იყო, თან გეგმიური, პრობლემების თავიდან ასაცილებლად გეგმიური ტესტირების ჩატარება ღამის საათებშიც ხომ შეიძლებოდა. არა მგონია ამ პროცესში მოწვეულ და ჩართულ გერმანელ და ჩეხ სპეციალისტები ამგვარ მიდგომას გაგებით არ მოჰკიდებოდნენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში ელექტროენერგიის გახშირებულ გათიშვებს? სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- მეც თქვენსავით ენერგეტიკოსი არა ვარ, ამიტომ კონკრეტულ მიზეზებს ვერ დავასახელებ. არც მაქვს ინფორმაცია.

ყველაფერი უცოდინარობიდან და დილეტანტიზმიდან მოდის

შემიძლია მხოლოდ ერთი რამის თქმა: ენერგეტიკის სექტორს, ისევე, სხვათა შორის, როგორც სხვა დარგებს, პროფესიონალები და არა იურისტები, როგორც ეს ახლა მოდაშია, ან პარტიული აქტივისტები ხელმძღვანელობდნენ.

ყველაფერი უცოდინარობიდან და დილეტანტიზმიდან მოდის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე