რუსეთში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმა დრონებით განხორციელდა, რის შედეგადაც, რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა.

ასევე, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც მოხდა.

რუსული მედია წერს, რომ დრონების საფრთხის გამო კრასნოდარის აეროპორტი დროებით დაიხურა.

მოგვიანებით, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაციამ“) განაცხადა, რომ აეროპორტში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს