ფინანსთა სამინისტრო - საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით უცვლელად, BB დონეზე დატოვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.

უწყების ცნობით, ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, წინდახედულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ძლიერ შიდა მოთხოვნას.

„რეიტინგი განპირობებულია საერთაშორისო რეზერვების ზრდით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, განხორციელებული ფისკალური პოლიტიკით, მთავრობის ზომიერი ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიან დაფინანსებაზე წვდომა. პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირებით, რაც ამცირებს საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობას. პოზიტიური პერსპექტივა, ასევე, ასახავს მოლოდინებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძლიერი მაჩვენებლები და წინდახედული ფისკალური პოლიტიკა შენარჩუნდება და ფისკალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს შემდეგი 12 თვის მანძილზე.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ შედეგებს. S&P მოელის, რომ ქვეყანა გააგრძელებს ეფექტური ფისკალური პოლიტიკის გატარებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის ზომიერ დონეზე შენარჩუნება. აღნიშნულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება და ამ ტენდენციის შენარჩუნება, ასევე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის ტენდენციების გათვალისწინებით.

სააგენტოს პროგნოზით, თებერვალთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საბაზო სცენარში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, შესაბამისად, 2026 წელს 6.4 პროცენტამდე, ხოლო 2027 წლისთვის 5,9 პროცენტამდე, ხოლო საშუალოვადიან პროგნოზში 5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.

S&P საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად და მაღალლიკვიდურად აფასებს და ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები.

შედეგად, სააგენტო საქართველოს ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და წინდახედულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, განაგრძობს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე