უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას აფასებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატის მიერ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების ე.წ. „გრემის პაკეტის“ მიღებას.
„ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ აშშ-ის სენატის და ყველასი, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. ლინდსი გრემის მიერ ინიცირებული რუსეთისა და ირანის სანქციების აქტის მიღება ნამდვილად ხელს უწყობს აგრესორზე ზეწოლის გაზრდას, რათა ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ეს შეშლილი რუსული ომი დასრულდეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის გაჭიანურების მიზნით ფსონს ბალისტიკურ რაკეტებზე ჩამოდის.
„მაშინ, როდესაც საკუთარი თავის დასაცავად Patriot-ის რაკეტებს ვეძებთ, ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მხარდამჭერი ყველა სიგნალი ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის წინააღმდეგ რეალური, ძლიერი ამერიკული ზეწოლა და სანქციები არის ის, რაც ყველაზე მეტად დაგვეხმარება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.