რუსეთის საგარეო უწყება - 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ავრცელებს.

„დღეს, სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი შესრულდა. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს მშვიდობისმყოფელებს შორის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. ქართული თავდასხმის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი შვეიცარიელი დიპლომატის ტალიავინის ხელმძღვანელობით საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „რუსული მხარე მზად არის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესს ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს და ხელი შეუწყოს ნდობის განმტკიცებას“.

„მოსკოვი აღნიშნავს ქართულ საზოგადოებაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გადახედვის მცდელობებს. ამასთან, შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაზე სააკაშვილის რეჟიმის სრული პასუხისმგებლობის აღიარება გამართლებულია. ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც იმის იმედს იძლევა, რომ მიდგომის აღნიშნული ტრანსფორმაცია მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩება და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოგვარების მიზნით კონკრეტული პრაქტიკული ქმედებებით გამყარდება“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე