პრემიერი - ანწუხელიძე გმირია, რომელმაც თავი დადო სამშობლოსთვის - გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას

ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ანწუხელიძე არის ეროვნული გმირი, მაგრამ ეს ვერ გადაფარავს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა.

„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის. მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა. სამარცხვინო სიტყვები თქვა, სააკაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ. დროშაზე იყო საუბარი და სააკაშვილმა, ამ სამარცხვინო ბინძურმა უცხოელმა აგენტმა თავის თავზე მიიწერა. ანწუხელიძე რა თქმა უნდა, არის ეროვნული გმირი, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა. რატომ გინდათ, რომ ანწუხელიძის გმირობა გამოიყენოთ თქვენი პარტიის ლიდერის ჩადენილი ღალატის გადასაფარად. ვერ გადაფარავთ, იმიტომ, რომ ანწუხელიძის გმირობა არის გმირობა საკუთარი სამშობლოსთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე