რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებია საჭირო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„გასულ ღამეს, რუსეთმა კიევის ოლქში, პუხივკაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი მოკლა - ბაბუა, ბებია და მათი შვილიშვილი. ბიჭი მხოლოდ სამი წლის იყო. ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა იყო. შეუძლებელია, რომ რუსებს ამის შესახებ არაფერი სცოდნოდათ. ასევე, კიევში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ექვსი ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება მხოლოდ ვლადიმერ პუტინს არ სურს.
„ევროპას, ამერიკასა და უკრაინას რუსეთის ამ ომის დასრულება უკვე დიდი ხანია სურთ. ეს მხოლოდ პუტინს არ სურს, რომელიც ომის გაგრძელების მიზნით თავის ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს ებღაუჭება. მეტი ზეწოლაა საჭირო. საჭიროა ახალი სანქციები, რომლებიც ამ ბალისტიკური რაკეტების წარმოებას ხელს შეუშლის. ასევე, ჩვენი ხალხის დასაცავად ანტიბალისტიკური შესაძლებლობები გვჭირდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.