პრემიერი - ჰააგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია

ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია, ეს დავამტკიცეთ ჩვენ ჰააგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს იმას, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰააგაც და სტრასბურგიც, სადაც დავამტკიცეთ ორი რამ - ერთი, რომ ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია, ეს დავამტკიცეთ ჩვენ ჰააგის სასამართლოში და მეორე - სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია. ეს იყო პრინციპული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. როგორც ჰააგა, ისე სტრასბურგი იყო პრინციპული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, რამაც ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა“, - განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს