თაზო დათუნაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე - 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს

21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას. 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს. ისინი საქართველოსთვის ამ მძიმე დღეებში რუსოფობიასა და რუსულ იმპერიულ პროპაგანდაზე ესაუბრებიან და ქართველ ხალხს ციხით ემუქრებიან იმის გამო, რომ მათ მტერი სძულთ,- ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი, პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილისა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ადამიანების ყოფნა ამ თანამდებობებზე შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ღირსებას.

„საქართველოში ტრაგიკული დღეებია. საქართველო პატივს მიაგებს თავის გმირებს, რომლებმაც საკუთარი სისხლით საკუთარი მიწა დაიცვეს. ტრაგიკული დღეებია, რადგან 21-ე საუკუნეში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ოკუპაციის, ომისა და გენოციდის 18 წლისთავს აღვნიშნავთ. ამ დროს კი ოფიციალური პირის ფორმაში გამოწყობილი სამშობლოს მოღალატეები იდგნენ იმ გმირების მემორიალთან, რომელთა ხსოვნას, ღირსებასა და სამხედრო შემართებასაც შეურაცხყოფენ, უმაღლესი თანამდებობის პირების ფორმაში გადაცმული მოღალატეები.

21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას. 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს. ისინი საქართველოსთვის ამ მძიმე დღეებში რუსოფობიასა და რუსულ იმპერიულ პროპაგანდაზე ესაუბრებიან და ქართველ ხალხს ციხით ემუქრებიან იმის გამო, რომ მათ მტერი სძულთ.

მტერი სძულს ყველას, ვინც პატივს სცემს საქართველოს გმირებს, ანწუხელიძეს, შინდისის გმირებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დაეცა. ამ ადამიანების ყოფნა ამ თანამდებობებზე შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ღირსებას“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე