ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას სომხური მედია პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრისას 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში გამართულ „მშვიდობის სამიტის“ წლისთავთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

ასევე, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, „ტრამპის გზის“ პროექტის განხორციელების საკითხი განიხილეს.

„მხარეებმა აღნიშნეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესის წინსვლაში. ასევე, ხაზი გაუსვეს გასული ერთი წლის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს“, - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს