შალვა პაპუაშვილი - ომი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, თუ 2008 წლის ომი თუ არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი იქნებოდა

„ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს აქტივისტი პოლიტიკური წარმონაქმნები, „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი ამ აქტივისტი ჯგუფების სახით, აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ომი არ მოხდებოდა.

„თარიღებით მანიპულაცია და ჟონგლიორობა არის გამორჩეული ნიშა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, აგენტურა არის გამორჩეული. იგივე ხაზია, რაც 7 იანვარი თუ 25 დეკემბერი, 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო. სპეციალურად გარედან შემოგდებული საკითხებია, რომ საზოგადოება ვერ შეთანხმდეს მთავარ საკითხებზეც კი, გადაიფაროს მთავარი საკითხი. აქ საკითხი როდის დაიწყო ომი კი არ არის, არამედ კითხვა არის იმაში თუ რატომ დაიწყო ომი.

ომი არ იქნებოდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი. ხელისუფლებაში მაშინ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა ნგრევა, არ იქნებოდა მსხვერპლი. 2008 წლის ომი თუ არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი იქნებოდა.

ეს არის მთავარი კითხვა, რომლისგან გაქცევა უნდათ, რომ მაშინ საქართველო გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ჭადრაკის დაფაზე გასაწირი პაიკი, რომელსაც თავისი ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ასეთი ფუნქცია დაგვაკისრეს მაშინ მარიონეტული რეჟიმის ხელით. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში გასაწირი პაიკი და პირიქით, 2022 წელსაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო. 2022 წელს ვიღაცას უნდოდა, ჩვენ კვლავ პაიკი გავმხდარიყავით, კვლავ შევსულიყავით სამხედრო დაპირისპირებაში და ომში, მაშინ, როდესაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიოში შემდეგ ყველაზე დიდი კონფლიქტი და ომი დაიწყო. 2022 წელს, „ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს აქტივისტი პოლიტიკური წარმონაქმნები, „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი ამ აქტივისტი ჯგუფების სახით, აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა. ამიტომ მთავარი საკითხია არა ის, როდის დაიწყო ომი, არამედ რატომ დაიწყო ომი, რატომ შეიყვანა სააკაშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველო ომში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე