Bloomberg - უკრაინა დათანხმდა, რომ შავ ზღვაში ზოგიერთ ნავთობტანკერსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას არ განახორციელებს

უკრაინა დათანხმდა, რომ შავ ზღვაში ზოგიერთ ნავთობტანკერსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას არ განახორციელებს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინა შავ ზღვაში არარუსულ ნავთობტანკერებსა და ინფრასტრუქტურას არ დაარტყამს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტი ხორციელდება.

მისი თქმით, უკრაინამ საკონტაქტო ცენტრები შექმნა, რათა გადამზიდმა კომპანიებმა გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გაცვლა შეძლონ.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული შეთანხმება აშშ-ის მთავრობისა და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს