ალექსანდრ ვუჩიჩი - სერბეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

სერბეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ბელგრადში შეხვდა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერო-ს წესდებას, მის რეზოლუციებს და ეს გაერო-ს ყველა წევრის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც ნიშნავს. ასევე, ჩვენ უკრაინის მადლობელი ვართ, სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ პრინციპულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ამ საკითხში არავითარი „მაგრამ“ არ არსებობს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ევროკავშირისკენ გზაზე სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„გვსურს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი რაც შეიძლება მალე გახსნას და დახუროს, რადგან ეს უკრაინელი ხალხისა და ხელმძღვანელობის სურვილია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არც აქამდე გვქონია და არც მომავალში გვექნება. პირიქით, ევროპულ გზაზე უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს