„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“  - ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა, არც მასშტაბი შემცირებულა და არც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ განცხადებით, ანაკლიის პორტის პარამეტრები და მასშტაბი არ შემცირებულა და არც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია მტკიცება, თითქოს, პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულაციას და მიზნად ისახავს პროექტის დისკრედიტაციას.

ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა, არც მასშტაბი შემცირებულა და არც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები.

Design & Build კონტრაქტის ფარგლებში საბაზისო პროექტის შემდეგ, 100%-იანი დეტალური პროექტი მომზადდა, რომლის დროსაც, დამატებითი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბათიმეტრიული, ჰიდროდინამიკური და ნავიგაციური კვლევების საფუძველზე დაზუსტდა როგორც ფსკერდაღრმავების, ისე ტალღმტეხისა და შემოსასვლელი არხის პარამეტრები.

არასწორია მტკიცება, თითქოს 17.5-18 მეტრის სიღრმე Panamax-ის ტიპის გემების მიღებას ზღუდავს. აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს როგორც Panamax-ის, ისე უფრო დიდი Post-Panamax-ისა და Bosphorusmax-ის კლასის მაღალი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურებას.

ასევე არასწორია, 7.5 მლნ მ³ და 5.25 მლნ მ³ ფსკერული მასალის პირდაპირი შედარება. პირველი მაჩვენებელი განისაზღვრა საბაზისო პროექტის ეტაპზე, იმავე საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიის (საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Royal HaskoningDHV) მიერ ვის მიერაც განისაზღვრა ასევე საბოლოო - 5.25 მლნ მ³, რომელიც არის დეტალური პროექტირებისა და განახლებული ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე დაზუსტებული მოცულობა შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხებისთვის. ამასთან, ნავმისადგომების მოწყობის ეტაპზე დამატებით, დაახლოებით 3 მლნ მ³-მდე მასალის ამოღებაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით პორტის "შემცირებაზე" დასკვნის გაკეთება ტექნიკურად მცდარია.

უსაფუძვლო და სრულიად არაკომპეტენტურია მტკიცებაც, თითქოს, პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს. შემოსასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აკვატორიისა და ტალღმტეხის პარამეტრები სწორედ ნავიგაციური უსაფრთხოებისა და რეალური ჰიდროდინამიკური პირობების გათვალისწინებით განისაზღვრა.

ანაკლია არის მრავალფაზიანი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. სახელმწიფო დღეს აშენებს პირველი ფაზისთვის საჭირო ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო Landlord მოდელის ფარგლებში, პარალელურად მიმდინარეობს შემდგომი ფაზებისა და გენერალური გეგმის განვითარება, რათა პორტის შესაძლებლობები გაიზარდოს შუა დერეფნისა და რეგიონული ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად.

ანაკლიის პორტი არ მცირდება - ის შენდება და ვითარდება. პირველი გემის მიღება დაგეგმილია 2029 წელს. სახელმწიფოს ამოცანაა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის როლს შუა დერეფანში, გაზრდის მის სატრანზიტო შესაძლებლობებს და მოემსახურება საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს.

ანაკლიის პროეექტზე მუშაობენ მაღალი დონის საერთაშორისო და ასევე ადგილობრივი ექსპერტები. უშუალოდ საზღვაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს მსოფლიოში წამყვანი საზღვაო-სამშენებელო კომპანია Jan De Nul, რომელიც ასევე გახლავთ ევროპული ე.წ. ,,დიდი ოთხეულის” წევრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე