ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - ნამდვილად, უტყუარად და არა მხოლოდ პოლიტიკურ, ემოციურ განზომილებებში, არამედ სამართლებრივადაც

აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - ნამდვილად, უტყუარად და არა მხოლოდ პოლიტიკურ, ემოციურ განზომილებებში, არამედ სამართლებრივადაც, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

როგორც გვარამია განმარტავს, თუ ვინ დაიწყო ომი და როდის, დახურულია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის.

„აი, ამას შეიძლება მოყვეს ჩვენი ქვეყნისთვის ნეგატიური გაგრძელება საერთაშორისო სამართალში, პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში და არა პოლიტიკოსის გაქცეულ სიტყვას. აი, ამაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაში სჭირდება ამ კაცს ამის თქმა, ეს არის სრულიად გაუგებარი და ძალიან საეჭვო. რატომ გამოდის რევიზიონისტად ქართველი იმ თემაში, სადაც საქართველო სრულიად გამარჯვებულია და საკითხი, თუ ვინ დაიწყო ომი და როდის, დახურულია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის (7 აგვისტოს საღამოს, რუსეთმა)”, - წერს გვარამია და აღნიშნულ პოსტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებას ურთავს:

„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი”.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს