დიმიტრი მედვედევი - დასავლეთმა საქართველო ჩვენ წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უგუნურ იარაღად გამოიყენა იმ მომენტში, როდესაც ეს მისთვის ხელსაყრელი იყო

დასავლეთმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. ეს მოვლენები კვლავ იმის დასტურია, რომ საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, ე.წ. საერთაშორისო საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად, ყველაზე სწორ არჩევანს წარმოადგენს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვის შესახებ გადაწყვეტილებამ დასავლეთში ისტერიკა გამოიწვია. იზოლაციით და საპასუხო შედეგებით გვემუქრებოდნენ. ახლა გვესმის, რომ ეს მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტის მეშვეობით რუსეთის სიმტკიცის პირველი გამოცდა იყო. ჩვენ ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ, რითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს წარმატებული ცხოვრებისა და განვითარების საშუალება მიეცა. ხოლო ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა გაკიცხა ჩვენი ქვეყანა, დღეს უკრაინაში სხვისი ხელით წარუმატებლად იბრძვიან“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, „დასავლეთს საქართველოს ბედი საერთოდ არ აინტერესებდა, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებების მიუხედავად“.

„დასავლეთმა საქართველო ჩვენ წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უგუნურ იარაღად გამოიყენა იმ მომენტში, როდესაც ეს მისთვის ხელსაყრელი იყო. როდესაც ჩვენი მტრები მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიაღწევდნენ, მაშინ ის უბრალოდ ბედის ანაბარა მიატოვეს“, - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

მედვედევი აცხადებს, რომ „დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“.

„ვერ ვიტყოდი, რომ საქართველო განცდილი შოკისგან სრულად გამოკეთდა. დასკვნები ნამდვილად გამოტანილია. დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა კრიმინალური რეჟიმის ქმედებებით მიყენებულ ზიანს კიდევ დიდხანს იგრძნობენ“, - განაცხადა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ასევე, მედვედევის თქმით, „დასავლეთის პოლიტიკა რუსოფობიასა და რუსეთის განადგურების სურვილზეა დაფუძნებული, რისთვისაც ისინი კრიმინალებს ქირაობენ“.

მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

„გასაკვირი არ არის, რომ მსგავს ბრძოლაში ფსონებს ნაძირალებზე ჩამოდიან. ევროპელი ფარისევლები ბანდიტებს, მკვლელებსა და ტერორისტებს ქირაობენ. ეს უვარგისები კი სულელები და ამბიციურები არიან. მათი მართვა და მოგვიანებით მოშორება მარტივია. მხოლოდ დაფინანსების არხების გადაკეტვა და მათგან საჯაროდ გვერდზე გადგომაა საჭირო, როგორც კი ვითარება ჩიხში შევა. გავიხსენოთ სააკაშვილის ბედი. მსგავსი სამარცხვინოები, როგორიც ის და კიეველი ნარკომანია, კოლექტიური დასავლეთისთვის სახარჯი მასალები არიან. კარგად ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მას მისი პატრონები. ახლა ის უკიდურესად საცოდავ სანახაობას წარმოადგენს. კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც არაფრით უკეთესი არ არის და თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ აქტიურად მიიწევს“, - აღნიშნა მედვედევმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე