ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აშშ-სთან Patriot-ის რაკეტების ყოველთვიურად მიწოდების შესახებ შეთანხმება აქვს

უკრაინას აშშ-სთან Patriot-ის რაკეტების ყოველთვიურად მიწოდების შესახებ შეთანხმება აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგრადში, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინაში ომის პირველივე დღეებიდან ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად არაფერი იყო. ეს ძალიან რთულია. პირველ რიგში, ვის აქვს ანტიბალისტიკური რაკეტები და სისტემები? მწარმოებელს. ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. შეუძლიათ თუ არა მათ დახმარება? ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ყოველთვიურად მოგვაწვდიან თუ არა რაკეტებს? დიახ. ჩვენ შეთანხმებები გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რაკეტების ეს რაოდენობა საკმარისი არ არის.

„საკმარისია თუ არა ეს რაკეტები? არა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს